აშშ-ის გარეშე NATO არ არსებობს, ეს ყველამ იცის, ხვალ თუ გადავწყვეტთ, ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან, ეს იქნება NATO-ს დასასრული, მათ ეს იციან - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

 აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

ჟურნალისტმა რუბიოსთვის კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ, ზოგიერთი ევროპელის აზრით, აშშ-ს არ სურს ნატო-სთან თანამშრომლობა.

„ჩვენ ათასობით ჯარისკაცი და მილიარდობით დოლარი გავგზავნეთ. ეს ყველაფერი ევროპის დასაცავად გავაკეთეთ და არა აშშ-ის დასაცავად. აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის. თუ ხვალ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან, ეს იქნება ნატო-ს დასასრული და მათ ეს იციან. ვინც ამას გეუბნებათ, არაკეთილსინდისიერია და თამაშობს“, – აღნიშნა რუბიომ.