რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
ბრაზილიის სამხრეთ შტატ სანტა-კატარინაში, ცაში აფრენილ საჰაერო ბურთს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ წერს Associated Press.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, როგორ ვარდება რამდენიმე ადამიანი ჰაერში, მაშინ როცა საჰაერო ბურთი მთლიანად ცეცხლშია გახვეული.
მაშველების ინფორმაციით, გადარჩა 13 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბურთში იმყოფებოდა 21 ადამიანი, მათ შორის პილოტიც.
„კალათში გაჩნდა ცეცხლი, რის შემდეგაც მან დაიწყო დაშვება. როდესაც ბურთი მიწასთან ძალიან ახლოს მივიდა, მგზავრებს ვუბრძანე რომ კალათიდან გადმომხტარიყვნენ,“ - ამბობს პილოტი.
რამდენიმე ადამიანმა ვერ მოასწრო გადმოხტომა, ცეცხლი გაძლიერდა და ბურთი ჩამოვარდა.