როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
მექსიკის ხელისუფლება ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას გმობს, თუმცა, აშშ-ის აგრესიის შიშით, მეხიკო ვაშინგტონს კიდევ უფრო დაუახლოვდება, – ამის შესახებ სტატიას „როიტერი“ აქვეყნებს.
როგორც „როიტერი“ წერს, უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის მიერ თავდასხმის მკაცრი დაგმობა იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ შეეგუება მექსიკაში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. ლათინური ამერიკის ისტორია ნათელი და დამაჯერებელია, ჩარევას არასდროს მოუტანია დემოკრატია, არასდროს შეუქმნია კეთილდღეობა და არც ხანგრძლივი სტაბილურობა“, – განაცხადა შეინბაუმმა.
ექსპერტების თქმით, მეხიკო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაუახლოვდება ვაშინგტონს ვენესუელაში თავდასხმის შემდეგ, იმ იმედით, რომ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-ის აგრესიას შეაჩერებს.
„უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი თანამშრომლობის გაზრდა და მექსიკის მიერ კარტელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება აშშ-ის ცალმხრივი სამხედრო ჩარევის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა მექსიკის უსაფრთხოების წარმომადგენელმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.