აშშ ჩინეთს სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემის გატეხაში ადანაშაულებს

აშშ

ამერიკა ჩინეთს სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემის გატეხაში ადანაშაულებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაკერებმა თანამშრომლების კომპიუტერებსა და დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა მასალა არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს.

ირკვევა, რომ ჩინეთში მყოფმა ჰაკერმა, სისტემაში შესაღწევად, სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი პროვაიდერის ციფრული გასაღები გამოიყენეს. დაწყებულია გამოძიება. ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.