„არის პერიოდები, როდესაც ის ვეღარ მცნობს" - ბრიუს უილისის ქალიშვილის ემოციური ინტერვიუ

რუმერ უილისი

ბრიუს უილისისა და დემი მურის უფროსი ქალიშვილი, რუმერ უილისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბრიუსს მისი ცნობა ხშირად უჭირს.

„არის პერიოდები, როდესაც ის ვეღარ მცნობს, თუმცა, მის თვალებში დღემდე ვხედავ ნაპერწკალს და ვაფასებ თითოეულ წუთს, რომელსაც მასთან ერთად ვატარებ.  ის მაინც გრძნობს ჩემს სიყვარულს. მნიშვნელობა არ აქვს, მცნობს თუ არა. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ყოფნა, მისი სითბოს შეგრძნება და ჩემი სიყვარულის მისთვის გაზიარება შემიძლია“, - ამბობს რუმერი.

შეგახსენებთ, რომ ბრუის უილისს დემენციის დიაგნოზი 2023 წელს დაუსვეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის სპეციალურად აღჭურვილ სახლში გადაიყვანეს.