არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ - მედვედევი

მედვედევი

არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო ან საერთოდ არ დაზიანებულა და ბირთვული მასალების გამდიდრება და ახლა ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება.

მედვედევის განცხადებით, ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო.

„ასეთი წარმატებით, ტრამპი ვერასდროს მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას, მიუხედავად ამ ნომინაციის ყველა თაღლითობისა. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.