აშშ ირანთან ომში არ არის. ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის მიუხედავად, ამერიკა ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონში სჯერათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურეს. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ შეფასებები, თითქოს ოპერაციის ჩატარება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო იურისდიქციას სცდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლა აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის სამუდამო გაუქმებაზე იმუშავებს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.