„არასოდეს წავალთ იმ გზაზე, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს“ - რეჯეფ თაიპ ერდოღანი თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე

ერდოღანი

შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, სტამბოლში უკვე ერთი კვირაა დემონსტრაციები გრძელდება.

ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ბოლო 7 დღის განმავლობაში დაკავებულია აქციის ათასზე მეტი მონაწილე.

მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რეჯეფ თაიპ ერდოღანი.

"არასოდეს წავალთ იმ გზაზე, რომელმაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს", - ამბობს პრეზიდენტი და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა დემონსტრანტების უკან "იაფფასიანი პოლიტიკით" მოღალატეები დგანან.

სტამბოლის მერს სხვა დანაშაულებთან ერთად კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.