„არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, მაყურებელს მოვუწოდო…“ - ნიკოლოზ წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში „პროექცია“ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის არასოდეს აძლევს თავს უფლებას, სოციალურ ქსელში ვინმეზე ნეგატიური განცხადება გააკეთოს ან აუდიტორიას საკუთარი აზრი თავს.

„მე არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არავისზე ფეისბუკზე არ დამიწერია ცუდი რამე, არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, მაყურებელს მოვუწოდო – ასე კი არა, ასეა. მე არ ვაძლევ ჩემს თავს ამის უფლებას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემ ერთ ხმასაც კი,“ – აცხადებს ნიკოლოზ წულუკიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ სივრცეში ნათქვამ თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, რადგან ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად პოზიციას არ ეხება.

„ჩემთვის ეს არის ისეთი სადარდებელი, რომ მე ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე გავაცნობიერო, ამიტომ ეს სიფრთხილე მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცაა…“- აღნიშნული ინტერვიუს ამონარიდი არქივიდან გადაცემის „პროექციის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.