მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აზერბაიჯანთან ურთიერთობებით არ არის განპირობებული, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია უარყოფითად კი არა, პირიქით, დადებითად იმოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე.
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვასთან დაკავშირებით, ამ პროცესის ძირითადი პრინციპები შეთანხმდა ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტზე 8 აგვისტოს: ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია და ორმხრივობა. ამ ჩარჩოში განსაზღვრული ტრამპის გზის მარშრუტი დააკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანთან, ასევე სომხეთს სხვა ქვეყნებთან და, უფრო ფართო გეოგრაფიული მასშტაბით, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით რეგიონებთან. სომხეთი აქტიურ ძალისხმევას დებს მის რაც შეიძლება სწრაფად განსახორციელებლად“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.