პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების მეთაურობით, დასავლეთის ქვეყნების დომინირების დასრულება იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„მაგალითად, მიაჩნიათ, რომ დასავლეთის დომინირება გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში უცვლელი, მარადიული ღირებულებაა. არაფერია მარადიული. უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მიმდინარეობას. გასული საუკუნის თვალსაზრისით ფიქრობენ. ისინი საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არიან“, - განაცხადა პუტინმა.
მანვე დასძინა, რომ „ცივ ომში“ საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებით, შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესები წმინდად გამოაცხადა.
მისი თქმით, „ოქროს მილიარდის“ ქვეყნები ყველა სხვა ქვეყანას კვლავ თავის კოლონიად და მეორე ხარისხობრივად მიიჩნევენ.
ვლადიმერ პუტინმა ასევე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები „უხეშად და უსირცხვილოდ" აწესებენ თავიანთ შეხედულებებს კულტურასა და ისტორიაზე და ზოგჯერ ეჭვქვეშ აყენებენ სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს, როგორიცაა ლიბია, სირია და ერაყი.