არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზა

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მოხდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ ეჭვმიტანილებს, რომლებმაც წინასწარ შექმნილი მარშრუტიდან გადაუხვიეს და ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილიდან 500 მეტრში მიუახლოვდნენ ისრაელის სამხედროებს.

პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.