არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს, ზამთარში არავინ გაიყინება - ავსტრიის კანცლერი

კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი „გაზპრომის“ მიერ ავსტრიისთვის გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ნეჰამერმა მედიასთან დაადასტურა რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მა გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ „გაზპრომიდან“ შეტყობინება მიიღო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ვემზადებით. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, – აღნიშნა კანცლერმა.

ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს სხვა წყაროების გაზის მისაღებად, ხოლო ამჟამად რეზერვების 93%-ია შევსებული, რაც ავსტრიას მთელი წელი ეყოფა.

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ ზამთარში არავინ გაიყინება“, – აღნიშნა ნეჰამერმა.