ვრცელდება ინფორმაცია სამხრეთ კორეაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთში არსებულ ჩანაწერზე
1736621023
ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ნაძვის ხეები საჭმელად.
სააგენტოს განმარტება მოჰყვა ქალაქ გენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების მართვისთვის, წიწვების მეორადი გამოყენება და საკვებად მოხმარება შესაძლებელია.
"სკანდინავიაში ამას დიდი ხანია აკეთებენ: ტოტებიდან წიწვის ნემსისებრ მასას კრეფენ, ცოტა ხნით აჩერებენ ადუღებულ წყალში, საწურში ატარებენ და სუფთა ქსოვილზე აშრობენ", - წერია გენტის ვებგვერდზე. "როგორც კი წიწვები გაშრება, შეგიძლიათ, გემრიელი ჯემი მოამზადოთ პურის ან ტოსტისთვის", - ვკითხულობთ ვებგვერდზე.
ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტოს საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაძვის ხეები საკვებ ჯაჭვში გამოყენებისთვის არაა გათვალისწინებული.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საშობაო დეკორაციისთვის მოყვანილ ხეებს ხშირად მკურნალობენ პესტიციდებით და სხვა პოტენციურად საშიში ქიმიკატებით.
"არ არსებობს გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნაძვის ხეების ჭამა უსაფრთხო იყოს - არც ადამიანებისთვის, არც ცხოველებისთვის", - აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი.