ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“, რომლის დროსაც კორეელმა და ქართველმა სპეციალისტებმა კლიმატის ცვლილების პირობებში დაცული ტერიტორიების მართვის, მონიტორინგისა და კლიმატურ რისკებზე რეაგირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.
სემინარის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადრეული გაფრთხილების სისტემების, ეკოსისტემების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების საკითხები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა. სადგურები გარემოსა და კლიმატური პირობების უწყვეტი მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული და მიღებული მონაცემები დაცული ტერიტორიის მართვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურებს შორის თანამშრომლობა 2021 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო და 2025 წელს ბუხანსანისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმით კიდევ უფრო გაღრმავდა.