AP: ტრამპის გუნდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებს მისი პროგრამის შესახებ კითხვებს უსვამს

AP: ტრამპის გუნდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებს მისი პროგრამის შესახებ კითხვებს უსვამს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამოქალაქო პირების გამოკითხვა დაიწყეს. მათ ეკითხებიან, თუ ვის მისცეს ხმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, უსაფრთხოების საბჭოში დასაქმებულ ადამიანებს ეკითხებიან მათი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და იმის თაობაზე, აქვეყნებდნენ თუ არა ისინი ინფორმაციას სოციალურ მედიაში, რომელიც ტრამპს ეხებოდა.

როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე თანამშრომელმა ამ გამოკითხვების შემდეგ სამსახური დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ტრამპის გუნდის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ ახალი ადმინისტრაციის პირობებში სამსახურში დარჩენას სთხოვდნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, მაიკ უოლცი, რომელიც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე წარადგინა, რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ის დაითხოვდა ყველა ადამიანს, რომელიც არაპოლიტიკური ნიშნით იყო დანიშნული საბჭოში და აიყვანდა სამსახურში ისეთებს, ვინც ტრამპის მიმართ ლოიალობით გამოირჩევა.

საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების მასობრივმა დათხოვნამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან პირველივე დღეებში, შესაძლოა, ტრამპის გუნდი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ინსტიტუციური ცოდნის გარეშე დატოვოს. და ეს იმ პირობებში ხდება, როცა აშშ ებრძვის რთულ პოლიტიკურ გამოწვევებს უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, წერს Associated Press-ი.