1733083542
ანტონიუ კოშტა: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2025 წელს დაიწყება
ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშის წრაფ პროგრესს დაჰპირდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები, სულ მცირე, ორ მიმართულებაზე უკვე 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კოშტამ კიევში ვიზიტისას გააკეთა.
„ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით შემდგომაც და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სამხედრო და ენერგეტიკული დახმარების გაწევას“, – განაცხადა კოშტამ.
ანტონიუ კოშტა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, წლის ბოლომდე უკრაინის ბიუჯეტის დასახმარებლად 4.2 მილიარდი ევრო გამოყოს. დამატებით, 2025 წლიდან ევროკავშირი კიევს ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
„ამ სახსრებს ჩვენ ვიღებთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რომლებიც ასევე შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა კოშტამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელის ზეწოლა რუსული ეკონომიკის მიმართ გაძლიერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15-ე პაკეტის მიღებაზე მუშაობა გაგრძელდება.