„ჰუსიტები“ არაბეთის ზღვასა და ადენის ყურეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან, აშშ-ის სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი რაკეტები და უპილოტო აპარატები ჩამოგდებულია

უპილოტო აპარატები ჩამოგდებულია

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ არაბეთის ზღვაში და ადენის ყურეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, სამხედრო გემს თან ახლდა მომარაგების სამი გემი. იემენური დაჯგუფების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რომელ გემს დაესხნენ თავს „ჰუსიტები“.

სარეამ განაცხადა, რომ თავდასხმების დროს მათ გამოიყენეს 16 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე უპილოტო აპარატები.

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ თავდასხმებს, ვიდრე ღაზაში აგრესია არ დასრულდება და ბლოკადა არ მოიხსნება.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობაც, რომლის თანახმად, აშშ-ის სახმედრო-საზღვაო ძალების ორმა სამხედრო ხომალდმა „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი რაკეტები და უპილოტო აპარატები ჩამოაგდო. განცხადების თანახმად, „ჰუსიტების“ მიერ ნასროლ რაკეტებს ზარალი არ გამოუწვევია.