ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდება ნატოს დასასრული იქნება

კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია დაეხმაროს გრენლანდიას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუ დანია ამას მოითხოვს.

„ვეთანხმები დანიის პრემიერ-მინისტრს იმაში, რომ ეს ნატოს დასასრული იქნება, მაგრამ ხალხშიც ეს ძალიან, ძალიან ნეგატიურად აღიქმება“, - განუცხადა ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა Reuters-ს შვედეთში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისი თქმით, ამას ექნება „ძალიან ღრმა უარყოფითი გავლენა ხალხზე და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე“.

კუბილიუსის თქმით, ის არ ელოდება აშშ-ის მხრიდან სამხედრო ინტერვენციას, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს დაეხმარონ დანიას, თუ ის სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდება.