კახეთში მკვლელობა მოხდა - რა დეტალები ხდება ცნობილი
1750867066
ნატომ ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართული სამიტის საბოლოო კომუნიკეში რუსეთის მისამართით რიტორიკა შეარბილა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს, რომელმაც დოკუმენტის პროექტი მოიპოვა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატოს 32 წევრი „ადასტურებს მის მყარ მხარდაჭერას უკრაინისადმი“. გარდა ამისა, როგორც კომუნიკეს ტექსტშია აღნიშნული, ნატოს ყველა წევრი ქვეყანა უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო ფულად შენატანს მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების გათვალისწინებით გააკეთებს.
The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ნატოს კომუნიკეში იყო ფორმულირება „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა“ და „ნატოში უკრაინის მომავლის“ შესახებ. 2023 წლის სამიტის კომუნიკეში რუსეთი უკრაინაში გაჩაღებულ ომში იყო დადანაშაულებული.