ამსტერდამში, დამის მოედანზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ფოტო: The Independent

ამსტერდამში დანით შეიარაღებული მამაკაცი დამის მოედანზე გამვლელებს დაესხა თავს. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, ინციდენტის ადგილი კი პოლიციამ ალყაში მოექცია.

დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, უცნობია დანაშაულის მოტივიც.