ამომრჩეველი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორისა და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი საშიშია - კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი

აშშ-ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჰარისი, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მან დადებითად უპასუხა.

„ამომრჩეველი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორის და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი. მჯერა, რომ დონალდი საშიშია. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ის ეუბნება თავის გენერლებს, არსებითად, რატომ არ შეიძლება ჰიტლერის გენერლებს დაემსგავსოთ?“ – განაცხადა ჰარისმა.

კამალა ჰარისმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ლიდერები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია.

„მე ასევე მჯერა, რომ უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ ამ საკითხში“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.