წვიმა და ზოგან თოვლი - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1764320968
ამერიკულ-რუსულმა ეკიპაჟმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწია, სადაც 8-თვიან მისიას შეასრულებს.
ეკიპაჟის წევრები არიან: NASA-ს ასტრონავტი კრის უილიამსი და რუსი კოსმონავტები სერგეი მიკაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. მათმა ხომალდმა „სოიუზ МС-28“ სტარტი ყაზახეთიდან აიღო. მისიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი, ასტრონავტები კი გეგმურად გავლენ კოსმოსში.
მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟი ორბიტაზე 2026 წლის ივლისამდე დარჩება.