ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ

დამოუკიდებლობის დღე

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 248-ე წლისთავს ზეიმობს. 1776 წლის 4 ივლისს კონგრესმა, ბენჯამინ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.

4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

4 ივლისი შეერთებულ შტატებში უქმე დღედ არის გამოცხადებული. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ქვეყნის მასშტაბით დღესასწაულებითა და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ.