„ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს“ - დონალდ ტუსკი

ტუსკი

"ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რითაც საუდის არაბეთში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

დონალდ ტუსკი ამბობს, რომ "ევროპა მზად არის, დაეხმაროს მათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში".

საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდა.უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.