ალენ დელონის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა განახლდა

დელონი

ალენ დელონის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა განახლდა. გამოცემა „ლე მონდეს“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მსახიობის უმცორსმა შვილმა, ალენ ფაბიანმა სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართ - ის დელონის ანდერძის ბათილად ცნობასა და ქონების ხელახლა გადანაწილებას მოითხოვს.

 შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მსახიობმა ქონების 50%-ი ქალიშვილს, ანუჩკას, ხოლო 25%-25%-ი ვაჟებს - ენტონისა და ალენ ფაბიანს დაუტოვა.

როგორც ალენ ფაბიანი ამბობს, ანდერძის შედგენის დროს დელონს აზროვნების უნარი დაკარგული ჰქონდა. მისივე თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში ანუჩკა მამასთან ცხოვრობდა და მასზე გავლენის მოხდენა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს  ანუჩკას დელონის კიდევ ერთმა ვაჟმა, ენტონიმ უჩივლა. ის დას მამის ქონების დამალვასა და ანდერძის თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.

გამოცემა „ლე მონდეს“ ცნობით, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2026 წლის 9 მარტს გაიმართება.