პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი და პროპაგანდისტი, კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერალს, ალა პუგაჩოვას ისევ აკრიტიკებს.
მიხალკოვმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია, კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, პუგაჩოვა ვეღარასდროს დაიბრუნებს ადგილს და სტატუსს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუგაჩოვამ სამშობლო ოჯახთან ერთად დატოვა. მიხალკოვმა ადრეც თქვა, რომ სამშობლოს წინაშე პუგაჩოვას მსგავსი არტისტების დამსახურება „ანულირებულია“ და ისინი რუსეთში „აღარავის სჭირდება“.
უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე ალა პუგაჩოვა, რომელმაც ქმართან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად რუსეთი 2022 წელს დატოვა და ისრაელში ცხოვრობს, რუსეთში არაერთხელ იქცა სიტყვიერი თავდასხმების სამიზნედ. კრემლთან დაახლოებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები პუგაჩოვასთვის ქონების და წოდებების ჩამორთმევასაც მოითხოვდნენ.
2023 წლის ნოემბერში პუგაჩოვამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისთვის მთავარი სიმდიდრე თავისუფლებაა.
2022 წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხალკოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებით. უკრაინაში მიხალკოვს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
2024 წლის იანვარში YouTube-მა დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო მიხალკოვს დაუბლოკა პროპაგანდისტული ინტერნეტარხი „Бесогон ТВ“.
ასევე ნახეთ:
პუგაჩოვა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება - რას წერს მედია
პუგაჩოვამ გალკინთან ურთიერთობის შესახებ სიმართლე გაამხილა - რას ამბობს ოჯახის ახლობელი