პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აკნეს სამკურნალო საშუალებებში კიბოს გამომწვევი ქიმიკატები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა კანცეროგენი ბენზოლი იპოვეს აკნეს პოპულარულ სამკურნალო საშუალებებში, რომლებიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს.
კანცეროგენი აღმოჩნდა ცნობილი ბრენდების პროდუქტებში, როგორიცაა Clearasil, Clinique და Up & Up, Target-ის სილამაზის ხაზი.
კლივლენდის კლინიკის თანახმად, ბენზოილის პეროქსიდი ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, რადგან ის „მოქმედებს ანთების წინააღმდეგ და კლავს ან ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას თქვენს კანზე“.
თუმცა, Vailsure-ის თანახმად, მას ასევე შეუძლია შექმნას კანცეროგენი ბენზოლი გარკვეულ პირობებში.
ამ აღმოჩენას გამოეხმაურა ფირმის წარმომადგენელიც.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Clearasil-ის ყველა პროდუქტი, როდესაც გამოიყენება და ინახება ისე, როგორც მითითებულია მათ ეტიკეტზე, უსაფრთხოა. ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება და ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მარეგულირებლებთან მთელს მსოფლიოში. დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები ასახავს არარეალურ სცენარებს“,- ამბობს Clearasil-ის წარმომადგენელი.
ბენზოლი ასევე აღმოაჩინეს Proactiv-ში, PanOxyl-ში, Walgreens-ის აკნეს საპონში და Walmart's Equate Beauty აკნე კრემში.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ და EPA-მ დაადგინეს, რომ ბენზოლი ადამიანისთვის კანცეროგენულია. ბენზოლის ზემოქმედება შესაძლოა საზიანო იყოს რეპროდუქციული ორგანოებისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე