"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1741779265
"ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად" - წერს სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელი.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ომის დასრულების საქმეში უკრაინასთან, აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად.
შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.