ილია ინჯია: სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი არის საქართველოს ისტორიაში სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი

ილია ინჯია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ წევრი ილია ინჯია მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

როგორც ინჯია ფეისბუქზე წერს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი განაჩენი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში და იმის დასტური, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან.

დღეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

2003-2012 წლების რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულს, რაზეც ქართველმა ხალხმა არაერთხელ სამართლიანი და ლოგიკური პასუხი გასცა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“, - წერს ვიცე-სპიკერი ილია ინჯია.