არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ახალი, პერსპექტიული მეთოდი გამოავლინეს, რომელიც ფართოდ გამოიყენება აივ ინფექციისა და B ჰეპატიტის სამკურნალოდ.
ნუკლეოზიდურ რევერსულ ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორებს (NRTI), გარდა ანტირეტროვირუსული ეფექტისა, ასევე გააჩნია უნარი, შეაფერხოს ინფლამოსომების აქტივაცია — მექანიზმებისა, რომლებიც, როგორც მათი სახელწოდება მიანიშნებს, ანთებითი პროცესების წამოწყებაზეა პასუხისმგებელი.
ინფლამასომის სწორედ ეს ბლოკირება არის მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კვლევითი ჯგუფი არაორგანული ინჰიბიტორების (NRTI) შესწავლითაა დაინტერესებული. მათ ამისთვის აშშ-ში არსებული ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემთა ბაზები გააანალიზეს. ეს მონაცემები მოიცავდა აივ ინფექციითა და B ჰეპატიტით დაავადებულ 50 წელზე უფროსი ასაკის 271 198 ადამიანს.
იმ ჯგუფის პირებს, რომლებსაც ჰქონდათ NRTI-ის მიღების ისტორია, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შემცირებული აღმოაჩნდათ.
მკვლევრებმა დროთა განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადების განვითარება შეაფასეს იმ ადამიანების ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ, ან არ იღებდნენ NRTI-ის.
ფოტო: Alzheimer's Dement
ვეტერანთა ჯანმრთელობის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში, რომელიც ძირითადად ხანდაზმულ კაცებს მოიცავს, რისკის ეს შემცირება NRI-ების მიღების შემთხვევაში 6% იყო.
"რისკის შემცირება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაზღვევის ორ დიდ, მრავალფეროვან მონაცემთა ბაზაში", — აღნიშნულია კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ როგორ იწყება ალცჰაიმერი, ცხადია, რომ ამილოიდ-ბეტა და ტაუ ცილების დაგროვებით გამოწვეული ნეიროანთება გარკვეულწილად არის ჩართული ამ პროცესში.
ამ კავშირების უკეთ გამოკვლევის პროცესში, შესაძლოა, მეცნიერებმა დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშაონ.
"ჩვენ ინფლამაზომების ბლოკირების ახალი პრეპარატიც შევიმუშავეთ, სახელწოდებით K9, რომელიც NRTI-ების უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი ვერსიაა. ეს პრეპარატი უკვე გადის კლინიკურ კვლევებს", — ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგი ჯაიაკრიშნა ამბატი.
მკვლევრების თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს უვითარდება ალცჰაიმერი. მათ მიაჩნიათ, რომ ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში წელიწადში დაავადების დაახლოებით მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება მოხდება.