წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელმა დიდი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს.
„სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა. ის უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც“, - ნათქვამია მის განცხადებაში.
ხამენეის შეერთებული შტატების ან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ უხსენებია.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა. როგორც მოგვიანებით პენტაგონში განაცხადეს, აშშ-ის იერიშმა ირანის ბირთვული ამბიციები სრულიად განადგურდა.