VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფეთქებისას რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ.
ეკვადორი კოლუმბიიდან და პერუდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ ნარკოტრაფიკის მარშრუტს წარმოადგენს და ბოლო პერიოდში ქვეყანაში მკვეთრად იმატა მკვლელობებმა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევებმა.