„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მესამე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილიდან ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია არაერთი ქუჩა და ხიდი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. ისინი მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“.
შეგახსენებთ, სომხეთში ანტისამთავრობო აქცია პირველ მაისს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას ითხოვენ. აქტივისტების თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება და აქციები მთელ ქვეყანაში გაიმართება.