აბას არაღჩი: ვიდრე აშშ უსაფუძვლო მოთხოვნებს აყენებს, ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება

აბას არაღჩი

აშშ ვიდრე უსაფუძვლო მოთხოვნებს აყენებს, ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა.

„მოლაპარაკებები აშშ-ის გადაჭარბებული მოთხოვნების გამო ვერ წარიმართა“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

აპრილის დასაწყისიდან აშშ-მა და ირანმა ომანის შუამავლობით ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა მოლაპარაკებები ხუთი რაუნდის შემდეგ მას მერე დასრულდა, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.