„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
იტალიაში, მარკეს რეგიონში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ყველა დაღუპული და დაკარგული იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
47 წლის მამაკაცი წყლის ძლიერმა ნაკადმა მაშინ გაიტაცა, როცა ავტომობილს მართავდა. დაკარგულთა შორის 8 წლის ბავშვია, რომელიც წყალმა დედას ხელიდან იმ დროს გამოგლიჯა, როდესაც დედა და შვილი უსაფრთხო ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ.
წყალდიდობის გამო 150 ადამიანი სახლებში ჯერ ვერ ბრუნდება. ევაკუაცია ხელახლა არ გამოცხადებულა. სიფრთხილის მიზნით, დაკეტილია ყველა სავაჭრო ცენტრი.
რეგიონში ისეთი ძლიერი წვიმა იყო, რომ ანკონასა და პეზარო-ურბინოს პროვინციებში რამდენიმე ქალაქის ქუჩები მთლიანად დაიტბორა.