„მათ განსაკუთრებული იღბალი ექნებათ“ - გოგა მანია ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებს
1786390020
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, სამართალდამცველებმა 20 წლის მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მიყვანილ 7 კვირის ჩვილს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აღმოაჩნდა.
შემთხვევა ბრუკსის ოლქში მოხდა. ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს (GBI) ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 მაისს შერიფის ოფისმა ბავშვის შესაძლო ძალადობის საქმეზე დახმარება ითხოვა.
გამოძიების მასალების მიხედვით, ჩვილი საავადმყოფოში 20 წლის ემორი კოულ უილიფორდმა და ბავშვის დედამ მიიყვანეს.
იქ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვილს უამრავი ძვალი ჰქონდა მოტეხილი. რა ვითარებაში მიიღო ბავშვმა დაზიანებები, ამ ეტაპზე ოფიციალურად არ სახელდება.
უილიფორდი სამართალდამცველებმა 8 ივნისს დააკავეს. მას ბრალი ედება ბავშვის მიმართ პირველი ხარისხის სისასტიკის ორ და ოჯახური ძალადობის ფარგლებში დამამძიმებელი თავდასხმის ორ ეპიზოდში.
საქმე ამ ეტაპზე კვლავ გამოძიების პროცესშია.