7 ბავშვი სახლში მარტოდარჩენილი იპოვეს - რა დახვდა ადგილზე მისულ პოლიციას (უცხოეთი)

სახლ

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ერთ-ერთ ბინაში შვიდი ბავშვი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ბავშვები ბინაში ერთი კვირის განმავლობაში მარტო იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვთა დაცვის სამსახურსა და პოლიციას ამ ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა შეატყობინეს. მათ შენიშნეს, რომ ბავშვები გარკვეული დროით სახლში მარტო იყვნენ დარჩენილები. 

ადგილობრივმა დასძინა, რომ ბავშვების ასაკი 2-დან 13 წლამდე. როგორც პოლიცია ამბობს, იმ ბინაში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ცუდი პირობები იყო. 

„სახლში ნაგავი ეყარა, აბაზანაში ტუალეტი ნახევრად გატეხილი იყო. სახლში დაგროვილი იყო განავალი და შარდი. ტანსაცმელი კი აქეთ-იქით იყო მიყრილი“,- აღნიშნა პოლიციელმა.

მეზობელი ბავშვებს უტოვებდა საკვებს ბინის  გარეთ. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვების დედა სხვა შტატში იმყოფებოდა. დედის ვინაობა და ისიც, თუ რატომ დატოვა მან შვილები მარტო, არ სახელდება.

საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.