წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1780598494
6 წლის ინგლისელი ბიჭის ისტორიაც უნდა მოგიყვეთ, რომელმაც ძაღლის დაკარგვით გამოწვეული სევდა კეთილ საქმედ აქცია. მან ცხოველთა თავშესაფრებისთვის 15 ათასი დოლარი შეაგროვა.
უცხოური მედიის ცნობით, ბადის სელექციური მუტიზმის დიაგნოზი ადრეულ ასაკში დაუსვეს. ეს შფოთვითი აშლილობაა, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში ლაპარაკის უნარს აქვეითებს. პრობლემის დაძლევაში მოზარდს ცხოველებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ეხმარებოდა. ამიტომ მშობლებმა მას დალმატინელი სახელად ბროდი უყიდეს, რომელთანაც ის დიდ დროს ატარებდა. ოთხფეხა მეგობრის გარდაცვალებამ ბიჭუნას გული ძალიან დასწყვიტა და გადაწყვიტა უპატრონო ცხოველებს დახმარებოდა.
ბადიმ საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და თავშესაფრისთვის ფულის აგროვება დაიწყო. ინიციატივა უამრავმა ადამიანმა მოიწონა. შედეგად, რამდენიმე დღეში 6 წლის ბიჭმა ცხოველების დასახმარებლად 15 ათას დოლარზე მეტის შეგროვება შეძლო.