1746733863
50 წლის ქალმა, რომელიც 20 წლის გოგოსავით გამოიყურება, კვების რაციონი გაამხილა

აშშ-ში მცხოვრებმა 50 წლის ქალმა, რომელიც საკუთარ თავს „ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ბებიას“ უწოდებს, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ The Sun წერს.
სამი შვილის დედა დონაზიონ კარგილი ამბობს, რომ უცნობებს ის ხშირად მისი 20 წლის ქალიშვილში ეშლებათ.
ექიმები კი ამბობენ, რომ ქალის არტერიული წნევა და სხვა სამედიცინო მაჩვენებლები შეესაბამება ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობას. კარგილი ამტკიცებს, მისი ახალგაზრდობის საიდუმლო ჯანსაღი კვება და ვარჯიშია.
”მე არ ვჭამ წითელ ხორცს - მხოლოდ თევზს და ქათამს ვიღებ. და ბევრ ჩაის ვსვამ, ჩაის სულ ვსვამ. მაცივარში ჩაის ფინჯნები მაქვს. მე მჯერა, რომ სწორედ ის ინარჩუნებს ჩემს ახალგაზრდობას“, - ამბობს 50 წლის ქალი.