5 დღის განმავლობაში დაკარგული ქალი სიკვდილს 1 ბოთლი ღვინის დახმარებით გადაურჩა

ღვინო

ავსტრალიაში, 5 დღის განმავლობაში დაკარგული ქალი სიკვდილს 1 ბოთლი ღვინის დახმარებით გადაურჩა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ავსტრალიელ ქალს მანქანით გადაადგილების დროს შესახვევი აერია და მასიურ ბუჩქნარში გზა დაებნა, მისი მანქანა კი ტალახში გაიჭედა.

ქალს თან ცოტაოდენი ტკბილეული და ერთი ბოთლი ღვინო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ღვინო ერთადერთი სასმელია რომელსაც იგი არ სვამს, თუმცა სასმელი წყლის არ ქონის პირობებში მისი გამოყენება მოუწია. ღვინო ქალს დედასთან საჩუქრად მიჰქონდა.

საბოლოოდ ქალი 5 დღის შემდეგ იპოვეს. პოლიციის თქმით, ყველაზე კარგი რაც ქალმა გააკეთა იყო ის რომ საკუთარ მანქანას არ მოსცილებია, რამაც შესაბამის ჯგუფს მისი პოვნა გაუადვილა.