47 წლის ქალი შვილის სისხლს ისხამს, რომ არ დაბერდეს - „ადამიანი ბარბის“ ამბავი

Marcela Iglesias

ლოს-ანჯელესის მკვიდრი, 47 წლის მარსელა იგლესიასი შვილის სისხლს ისხამს იმისათვის, რომ არ დაბერდეს.  მარსელა ამტკიცებს, რომ შედეგი უკვე აქვს და ცდილობს ამაში სხვებიც დაარწმუნოს.

ის სისხლს ვაჟისგან ისხამს, რომ უჯრედების ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს და როდრიგოც არ ეწინააღმდეგება დედას. მარტო დედას კი არა, 75 წლის ბებიასაც კი უსხამს სისხლს. 

„მას მერე, რაც ღეროვანი უჯრედებით თერაპია ვცადე, სულ უფრო მეტად დავინტერესდი ექსპერიმენტული მეთოდებით. ახალგაზრდა დონორის უჯრედებს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით, თუ დონორი საკუთარი შვილია", - ამბობს მარსელა. 

ეს პროცედურები საკმაოდ ძვირი ღირს. კოსმეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკაზე უკვე დახარჯული აქვს 99 ათასი დოლარი. სისხლის გადასხმაც, უჯრედების რეგენერაციის მიზნით, ძვირი პროცედურაა. 

ექიმები აფრთხილებენ მარსელას, რომ მსგავსი გადასხმების სარგებელი არ არის დადასტურებული, რისკები კი საკმაოდ რეალურია. თუმცა მარსელას ეს არ ესმის. 

ამ ექსპერიმენტის გარდა, მარსელა მკაცრ რეჟიმს იცავს - ვარჯიშობს, არ იღებს ალკოჰოლს და პასკეტარიანულ დიეტაზეა (ამ დიეტის დროს ხორცზე უარს ამბობენ, დაშვებულია თევზი და ზღვის პროდუქტები).

ნახეთ, როგორ გამოიყურება მარსელა: