456 მოთამაშე $4,56 მლნ-ის მოსაპოვებლად - Squid Game-ის რეალითი შოუ იწყება (ტრეილერი)

კალმარის თამაშები

456 ადამიანი ერთმანეთს თამაშში სოლიდური ფულადი პრიზის მოსაპოვებლად უპირისპირდება. რა გაგახსენდათ? რა თქმა უნდა, ნეტფლიქსის უსაზღვროდ პოპულარული სამხრეთკორეული სერიალი Squid Game (კალმარის თამაში), რომელმაც 2021 წელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახლა კი, იგივე სტრიმინგ პლატფორმა სერიალის მიხედვით გადაღებული რეალითი შოუს ჩვენებას იწყებს. Squid Game: The Challenge (კალმარის თამაში: გამოწვევა) 456 მონაწილეს სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტოდ მაღალი ფულადი ჯილდოს, $4,56 მილიონის, ხელში ჩასაგდებად გააერთიანებს.

სანამ 22 ნოემბრიდან შოუს ჩავუსხდებოდეთ, მანამდე შეგვიძლია პირველ ტრეილერს შევავლოთ თვალი.

 

 

ცხადია, რეალითი შოუ სერიალივით ბრუტალური არ იქნება, თუმცა, გადაცემაში ანალოგიურ თამაშებს ვიხილავთ. სწორედ ამიტომ, გადასაღებ მოედანზე მონაწილეებს სამედიცინო დახმარების გაწევაც კი დასჭირდათ.

შოუში მონაწილეობის მსურველების ძიება ნეტფლიქსმა 2022 წლის ზაფხულში, მთელ მსოფლიოში დაიწყო. 456 შერჩეული მოთამაშით კი Squid Game: The Challenge რეალითი ტელეშოუების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტადაც მიიჩნევა.

კალმარის თამაშმა 2021 წლის შემოდგომაზე, გამოსვლიდან 25 დღეში, რეკორდი დაამყარა და 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. მართალია, ეს სტატუსი მალევე ჩამოართვასხვა სამხრეთკორეულმა სერიალმა (Hellbound), მაგრამ Squid Gameპოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.

სერიალში სიუჟეტი იმ ადამიანების გარშემო ვითარდება, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. აქ საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

კალმარის თამაშის რეჟისორს მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, თუმცა, სანამ შეთავაზებას ნეტფლიქსი დათანხმდებოდა, სერიალის გადაღებაზე მას უარს 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ.

Squid Game-ის მეორე სეზონს 2024 წელს ვიხილავთ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსიდან“ კადრებს აქვეყნებს

VIDEO: გაიცანით, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი ახალი მონაწილე

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი