1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
35 დოლარად შეძენილი ბიუსტი 2 000 წლის წინანდელი რომაული ანტიკვარი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც მფლობელმა, ლორა იანგმა განაცხადა, ის სახლის მოსაწყობად ეძებდა "ყველაფერს, რაც საინტერესოდ გამოიყურებოდა". იანგმა არ იცოდა, რომ ხელთ უძველესი ბიუსტი ჩაუვარდა, მისი წარმომავლობა მეგობრის დაეჭვების შემდეგ დადგინდა.
მფლობელი მზადაა, რომ საკუთრება სან ანტონიოს ხელოვნების მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცეს. ექსპერტის თქმით, ლორას მიერ შეძენილ ბიუსტზე რომაელი სარდალი სექსტუს პომპეუსი იყო გამოსახული. სექსტუსის მამა, გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისრის მოკავშირე იყო. ბიუსტი მეორე მსოფლიო ომამდე ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის დაკვეთით შექმნილ პომპეუსების სახლის ასლში ინახებოდა. ომის დროს ბიუსტი სხვა ნივთებთან ერთად საცავში გადაიტანეს, რათა არ დაზიანებულიყო, თუმცა იქიდან მოიპარეს.
მოპარვის შემდეგ, 1950-იან წლებში, ბიუსტი ადგილობრივ სამეურნეო მაღაზიაში ჩააბარეს. შემდეგ კი იგი მაღაზიათა ქსელ "გუდვილის" თაროებზე აღმოჩნდა. სწორედ აქ შეიძინა ანტიკვარი ამერიკელმა ქალმა. მომდევნო კვირიდან დამთვალიერებლებს მისი ნახვა მუზეუმის საჯარო გამოფენაზე შეეძლებათ.