35 დაღუპული, 40 დაშავებული - ჩინეთში მანქანა სპორტულ ცენტრში შევარდა

ჩინეთში მანქანა სპორტულ ცენტრში შევარდა

ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჭუხაიში მანქანა სპორტულ ცენტრში პირდაპირ ხალხში შევარდა - ადგილზე დაიღუპა 35, მძიმედ დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ეჯახება ავტომანქანა ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სპორტული ცენტრის გარეთ ვარჯიშობენ.

BBC-ის ინფორმაციით, 62 წლის მძღოლი, თვითმიყენებული ჭრილობების გამო კომაშია და საავადმყოფოში იმყოფება. ბრიტანული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით მომხდარის სავარაუდო მიზეზად მძღოლის ოჯახურ პრობლემებს ასახელებს.