ახალი დეტალები ადგილიდან, სადაც 7 საათზე მეტია, მტკვარში გადავარდნილ მანქანაში მყოფ მგზავრებს ეძებენ
1747200534
შედგება თუ არა სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკება, - დღეს მსოფლიო პუტინის საბოლოო პასუხს ელოდება.
15 მაისს შეხვედრა, ზელენსკიმ პუტინს პირადად შესთავაზა. უარის შემთხვევაში, ევროპა და ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ნაბიჯებს განიხილავენ, მათ შორის - ახალ სანქციებს.
ამ წუთებში, ლონდონში უკრაინის მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ლიდერები, უკრაინასთან ერთად, რუსეთისგან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტს ითხოვენ.
"რა თქმა უნდა, 30-დღიანმა უპირობო ზავმა, ცეცხლის შეწყვეტამ ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე, შესაძლოა შექმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოთქვა ღიაობა მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის და მშვიდობის სურვილი. ამავე დროს, პუტინის ერთადერთი პასუხი იყო მეტი დაბომბვა, დროის გაჭიანურება, დიპლომატიისთვის კარის დახურვა და მოლაპარაკებებში სერიოზულად და გულწრფელად ჩართვაზე თავის არიდება. ამჟამად, ევროპელებს, ამერიკელებს, ძლიერი ერთობა გვაქვს. ტრამპის ადმინისტრაციის და უკრაინელების მიერ მოთხოვნილი ზავი, გზაა დიპლომატიისთვის და ქმნის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის პირობებს. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის წინააღმდეგ მასიური სანქციების დაწესებისკენ, თუ რუსეთი კვლავ უარს იტყვის დიპლომატიაში სერიოზულ ჩართვაზე და გააგრძელებს აგრესიასა და ომს", - განაცხადა საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრმა ბენჟამენ ადადიმ.