24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა - დანაშაული სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა ქალმა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა (უცხოეთი)

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა

საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც 24 წლის შემდეგ გაიხსნა - მკვლელმა დანაშაული სიკვდილის წინ აღიარა.

შემთხვევა დასავლეთ ვირჯინიაში 2000 წელს მოხდა. ქალმა სასიკვდილოდ დაჭრა სიუზან კარტერი და მისი 10 წლის ქალიშვილი ნატაშა.

იმ პერიოდში კარტერები ლარი უების ოჯახში ცხოვრობდა. სახლიდან დიდი ოდენობის თანხა დაიკარგა. ლარიმ თანხის დაკარგვაში სიუზანი დაადანაშაულა. კამათის დროს ქალი და მისი შვილი მოკლა. ცხედრები ჯერ სახლში დამალა და მეორე დღეს ტყეში დამარხა.

ლარი უები თავიდანვე იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ პოლიციამ მტკიცებულება ვერ იპოვა. მას ბრალი 2023 წელს წაუყენეს, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო ჯანმრთელობის გაუარესების გამო. დანაშაულში ბრალდებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. უკანასკნელად გამომძიებლეთან საუბრის დროს ლარიმ დანაშაული აღიარა. მომხდარი დეტალურად აღწერა და ცხედრების ადგილმდებარეობაც მიუთითა.

პოლიციამ გვამები იპოვა. მოკლულის მეუღლე ამბობდა, რომ ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მის ცოლ-შვილს იპოვიდა.