„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
2026 წელს ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილზე პირველად დაშორდება. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება, რადგან კოსმოსი დიდია, ზონდები კი მაღალ სიჩქარეს ვერ ავითარებს. შესაბამისად, ასეთ დისტანციაზე ჯერ არცერთ აპარატს გაუღწევია.
რეკორდული სისწრაფე, რომლითაც ადამიანს ოდესმე უმოგზაურია, 39 937.7 კმ/სთ-ია. ეს 1969 წელს მოხდა, მისია Apollo 10-ის ფარგლებში. ამ სიჩქარით 1 ასტრონომიული ერთეულის, ანუ მზესა და დედამიწას შორის მანძილის, დაფარვას 3730 საათი დასჭირდება. ეს 155 დღის ეკვივალენტურია, თუმცა სინათლის სხივები და საკომუნიკაციო სიგნალები ამას სულ რაღაც 8 წუთსა და 20 წამში ახერხებს.
Voyager 1-ის სახელით ცნობილი ზონდი 1977 წელს გაუშვეს და მას შემდეგ ის სულ უფრო გვშორდება. ახლა აპარატი 166 ასტრონომიულ ერთეულ მანძილზეა და პირველია, რომელმაც ჰელიოსფერო გადაკვეთა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადაინაცვლა.
დედამიწიდან Voyager 1-ამდე სიგნალი 23 საათში, 5 წუთსა და 36 წამში მიდის, ხოლო მისი ამჟამინდელი სიჩქარე 61 195 კმ-სთ-ია. ზონდს 1 წელი დასჭირდება იმ დისტანციის მისაღწევად, რომელსაც სინათლე 24 საათში ფარავს.
ამისთვის ის 25.9 მილიარდი კილომეტრით უნდა დაგვშორდეს. NASA-ს სიმულაციური ხელსაწყოს Eyes on the Solar Systemმიხედვით, ეს 2026 წლის 15 ნოემბერს მოხდება. რაც შეეხება მზეს, მასთან მიმართებით ზონდი 1 სინათლის დღის დისტანციას 2027 წლის 28 იანვარს მიაღწევს.
შემდეგ ის გზას ჩვეულებრივ განაგრძობს, სანამ ენერგია სრულად არ ამოეწურება, რაც 2030-იანი წლების დასაწყისშია მოსალოდნელი. მართალია, Voyager 1 ჰელიოსფეროს გასცდა, თუმცა მზის გრავიტაციას საბოლოოდ მაშინ დააღწევს თავს, თუ ოორტის ღრუბელს გადალახავს. 56 300 კმ/სთ სიჩქარით ამას თითქმის 40 000 წელი დასჭირდება.