15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს - ბრიტანული დაზვერვა

ვლადიმერ პუტინი

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს. დაზვერვის ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ სკეპტიციზმი, ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნესელიტასა და ოლიგარქთა შორის. როგორც ცნობილია, 15 000 რუსი მილიონერი სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას“, - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.