მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
კომპანია Coca-Cola-მ რუსეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი პროდუქციის წარმოება და გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მარაგები დასრულდება. Coca-Cola-ს დასახელების სასმლის გარდა კომპანია რუსეთში Fanta-ს და Sprite-ს, ტონიკს სახელწოდებით Schweppes, წყალს Bon Aqua და ჩაის Fuzetea-ს აწარმოებდა.
კომპანია Pepsi Co-მ, რომელიც სასმელებს Pepsi, Mirinda და 7Up-ს აწარმოებდა, რუსეთში პროდუქციის გაყიდვა ასევე შეაჩერა.
ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში გაზიანი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებლებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მიიღეს.